თეგებით ძიება

ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი?

 "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებული, ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს.

"ბადრი ესებუა არ აღიარებს დანაშაულს, ამბობს, რომ საქართველოს ბანკთან არაფერი აკავშირებს", - განაცხადა ესებუას ადვოკატმა "მთავარ არხთან" საუბრისას.

ბადრი ესებუას საქმეზე დანაშაული, 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.

დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა