თეგებით ძიება
09. 02. 2023 მსოფლიო

თურქეთის მიზანია ერთ წელიწადში აღადგინოს ქაჰრამანმარაში - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მთავრობის მიზანია  ერთ წელიწადში აღადგინოს ქაჰრამანმარაში, რომელიც ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრია.

„ჩვენ ვერასოდეს დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეებს ქუჩაში დარჩენას. ჩვენი სახელმწიფო მთელ თავის რესურსს იყენებს კატასტროფების მართვის სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად. ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში. რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა. ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა