თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა
თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში. რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა. ჯამში თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 11 200-ს აჭარბებს. მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს სამი მოქალაქე.