თეგებით ძიება

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება.

ბადრი ესებუა ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებში დღეს შეიყვანეს. ის ქუთაისში ზუგდიდიდან გადაიყვანეს, სადაც დილით, სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ბადრი ესებუა ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა მოინახულა. მისი თქმით, ესებუა ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს დილით, სოფელ ჯიხაშკარში, ჯიქიების საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

ესებუას პოლიცია 2 წელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა. მას ბრალი 4 მუხლით, მათ შორის, ტერორიზმის, დაუსწრებლად წაუყენეს. სასამართლო პროცესები ამ პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. მომდევნო სხდომა 20 თებერვალსაა დანიშნული.

ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, სადაც მან მძევლები აიყვანა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ მიიმალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა