თეგებით ძიება

"მიწისძვრა, რომელმაც დაანგრია თურქეთი, დიდი ეჭვი მაქვს, რომ იყო ხელოვნური..." - რას წერს ხატია წერეთელი?

მომღერალი, ხატია წერეთელი ვარაუდობს, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი  დამანგრეველი მიწისძვრა ხელოვნური იყო.

"მიწისძვრა, რომელმაც დაანგრია თურქეთი, დიდი ეჭვი მაქვს, რომ იყო ხელოვნური თუ რატომ

მე მახსოვს  91 წელი იყო, სავარაუდოდ, როცა დაინგრა რაჭა, მაშინაც იყო მრავლობითი ბიძგები და გრძელი ტალღები, რაც ბუნებრივ მიწისძვრას არ ახასიათებს, სხვა დროსაც ყოფილა მიწისძვრა, მაგრამ  ის მიწისძვრა ხასიათობრივად  გამოირჩეოდა, სწორედ მაშინ, ახალდანგრეულ სსრკში ლაპარაკობდნენ, რომ ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული მიწისძვრა, და ეს იყო სასჯელი იმის სანაცვლოდ, რომ საქართველოში გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა.

ამ მიწისძვრის დროს მე ვიყავი კვიპროსში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო იგივე ტიპის მიწისძვრა ხასიათობრივად, როგორიც იყო სწორედ მაშინ, განმეორებითი გრძელი ტალღები, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმვლობაში 8-9 წუთი გაგრძელდა, იყო განმეორება მეორე დღესაც, შუადღეს დაიწევს გრძელდება.

ვის აქვს გეოდეზიური იარაღი ვიცით ვისაც აქვს, და ამ ქვეყნის წყალქვეშა ხომალდი, რომელსაც მსგავსი იარაღის გადატანა შეუძლია, ასევე ატომური იარაღითაა აღჭურვილი, რატომღაც საეჭვოდ გაქრა 3 კვირით რადარებიდან და ისევ გამოჩნდა ერთი კვირის წინ, შეიძლება იყოს დღე ან 6.

ამიტომ ყველაზე ნაკლებად მჯერა, რომ ეს იყოს ბუნებრივი მიწისძვრა

PS  თურქეთშიც გააქტიურებულია ნაციონალიზაცია..", - წერს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა