თეგებით ძიება

"ვინც ამბობს, დღეს მიწისაძვრა იქნებაო, მატყუარაა!" - სეისმოლოგი მიმართვას ავრცელებს

სეისმოლოგ, თეა გოდოლაძის განცხადებით, ვინც ამბობს, რომ 9 თებერვალს საქართველოში მიწისძვრა მოხდება, მატყუარაა.

"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. კიდევ ერთხელ გეტყვით. ვინც ამბობს, დღეს მიწისაძვრა იქნებაო, მატყუარაა!  ან ერთობა, ან პოპულისტია და სიტუაციით სარგებლობს!", - წერს გოდოლაძე და მის მიერვე 2022 წერს გამოქვეყნებულ პოსტს თავიდან აზიარებს:

"მეგობრებო, მეზობლებო, თანამემამულენო! მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. ამიტომ, მე არასდროს არ ვიტყვი და არავის არ ვეტყვი, რომ ამადა ამ დღეს, ამა და ამ საათსა და წუთზე და ამა და ამ ადგილზე (კოორდინატების მითითებით) მოხდება მიწისძვრა. 

მეტიც, ძალიან არასერიოზულია ეს და მსოფლიო სამეცნიერო სივრცე სკეპტიკურად უყურებს იმ მკვლევარებს, რომლებიც იჩემებენ მიწისძვრის პროგნოზი შეგვიძლიაო.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს. ეს არის სეისმური საფრთხის შეფასება. გრძელვადიანი პროგნოზი ნიშნავს, რომ სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, დანაკვირვებ მასალაზე დაყრდნობით, კონკრეტულ ტერიტორიაზე, გარკვეული ალბათობით, მომავალში შესაძლებელია მოხდეს ისეთი სიდიდის მიწისძვრა, რომელიც ამა და ამ გრუნტის მაქსიმალურ აჩქარებას გამოიწვევს.

სხვა სიტყვებით: დიახ, საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. აქ ხდებოდა, ხდება და მოხდება მიწისძვრები. გახსოვთ თბილისის 2002 წლის მიწისძვრა? (Mw=4.5)ეპიცენტრი იყო თბილისში. 1991 წლის რაჭის მიწისძვრა (Ms=7) და ა.შ. 

ამიტომ, დიახ, საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია. შეგვიძლია მხოლოდ სეისმური საფრთხის შეფასება.

ეს არის საქართველოს სეისმური საფრთხის რუკა. თავისუფალი ვარდნის აჩქარებით გამოსახული. ბალს აღარვინ იყენებს. რაც უფრო წითელია, საფრთხე მით მეტია".

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ძლიერი მიწისძვრა 9 თებერვალს საქართველოშიც მოხდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა