თეგებით ძიება

სიყვარულის გრძნობის მეცნიერული ახსნა

სიყვარული - ნეიროქიმიკატებისა და ტვინის სისტემების სიმფონიაა. როდესაც აღმოაჩენთ, რომ ზედმეტად ოცნებობთ ვინმეზე და გსურთ მეტი დრო გაატაროთ ერთად, ფსიქოლოგები ამ პირველ ემოციურ ეტაპს შეყვარებას უწოდებენ.

თავდაპირველად, შეიძლება ძნელი იყოს თქვენი ხედვით ახალ იდეალურ პარტნიორში რაიმე ხარვეზის შემჩნევა. ამ „ნისლს“ იწვევს ტვინის კორტიკალურ ზონებზე სიყვარულის გრძნობის ზემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის ეს პირველი ეტაპი შეიძლება იყოს ემოციებისა და ტვინის აქტივობის ინტენსიური ურთიერთკავშირი, ის ჩვეულებრივ მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, რის შემდეგაც იწყება უფრო ხანგრძლივი სტადია, რომელიც ცნობილია როგორც მიჯაჭვულობა.

როდესაც ურთიერთობა ვითარდება, თქვენ შეიძლება გახდეთ უფრო მოდუნებული და ერთგული თქვენი პარტნიორის მიმართ, ძირითადად ორი ჰორმონის - ოქსიტოცინისა და ვაზოპრესინის - გავლენით. ე.წ. წყვილის შემაკავშირებელი ჰორმონების აქტიურობისას წყვილს უყალიბდება ნდობა, სოციალური მხარდაჭერის გრძნობა და ერთმანეთთან მიჯაჭვულობა. ასევე ოქსიტოცინს შეუძლია შეაფერხოს სტრესის ჰორმონების გამოყოფა, რის გამოც საყვარელ ადამიანთან ყოფნა მშვიდი და კომფორტულია.

როდესაც თქვენი ვარდისფერი სათვალეები ფერს კარგავს (ანუ, თუ პირველი სიყვარულით გამოწვეული ემოციები ქრება), თქვენს ურთიერთობაში პრობლემები შეიძლება უფრო აშკარა გახდეს. პარტნიორთან დაშორების სტრესი ააქტიურებს ტვინის იზოლატორულ ზონას, რომელიც იწვევს ფიზიკურ და სულიერ ტკივილს.

დროთა განმავლობაში, ისეთ პარალელურ მდგომარეობაში ყოფნისას, როგორიცაა გულისტკენისგან გამოწვეული უკიდურესი შიმშილი ან წყურვილი, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ოცნებობთ და ისევ გსურთ კონტაქტი თქვენს დაკარგულ პარტნიორთან. ეს „ემოციური ქარიშხალი“ ასევე ააქტიურებს სტრესს, შესაბამისად, მოუსვენრობის შეგრძნებას.

ისეთმა აქტივობებმა, როგორიცაა ვარჯიში, მეგობრებთან დროის გატარება ან თუნდაც თქვენი საყვარელი სიმღერის მოსმენა, შეიძლება შეამსუბუქოს ეს სტრესული რეაქცია და ასევე განაპირობოს დოფამინის გამოყოფა. დროისა და სხვა ადამიანების მხარდაჭერის გათვალისწინებით, უმეტესობა ახერხებს დამანგრეველი გულისტკენისგან განკურნებას.

https://www.ted.com/talks/shannon_odell_the_science_of_falling_in_love/transcript


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა