თეგებით ძიება

ბადრი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა, იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა - ესებუას ადვოკატი

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმში ბრალდებული, ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს საქმესთან კავშირს და ბრალს არ აღიარებს.

ადვიკატის განმარტებითვე, ესებუა ოკუპირებლ გალშიც იმყოფებოდა, თუმცა ძირითადი დრო საქართველოს კონტროლირებად ნაწილში იყო.

„გუშინ პირველად ვნახე და შესაბამისად, მქონდა გაცნობითი ხასიათის საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემაზე, რაც ეხებოდა მისი სისხლის სამართლის საქმეს. მისი პოზიცია ცნობილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განმარტებით, ეს დანაშაული არ ჩაუდენია და შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს.

როგორც მაქვს ინფორმაცია, ის ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა