"10 ადამიანი უპოვია მხოლოდ ერთ ღამეში..." - რა ფოტო ვრცელდება თურქეთიდან?
თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ოპერაცია 24-სათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში ვრცელდება მაშველი ძაღლის ფოტო, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ერთ ღამეში გადაარჩინა 10 ადამიანი.
"მაშველი...10 ადამიანი უპოვია მხოლოდ ერთ ღამეში....გეხუტე ერთგულოდა გაკოცე მაგ ტალახიან ცხვირზე ", - წერს მაია ყულოშვილი.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების შედეგად თურქეთსა და სირიაში ათასობით ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია რამდენიმე ათასი შენობაც.