თეგებით ძიება

"ეს ბიჭი ჯდება საფეხბურთო გენიოსთა რიცხვში..." - ჟანრი ლოლაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე (ვიდეო)

მსახიობმა, ჟანრი ლოლაშვილმა "ნაპოლი" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ მან გადაცემა live-ში ისაუბრა.

მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ჯდება საფეხბურთო გენიოსთა რიცხვში.

"არაჩვეულებრივი ფეხბურთელი გაგვიჩნდა, დაგვებადა. მოაზროვნე და კარგი სპორტული შესაძლებლობებით. ყველაფერი ზრდილობის ფარგლებშია. არაჩვეულებრივია, შეუძლია უცებ დღესასწაული მოაწყოს. თვითონაც სიამოვნებას იღებს.

კმაყოფილება სხვაა და სიამოვნება სხვა. ჩვენ ქართველებს გვიყვარს ლაპარაკი, რომ ჩვენ ქართველები ვართ, უტრირება გვიყვარს... მაგრამ ეს ბიჭი ჯდება საფეხბურთო გენიოსთა რიცხვში. 

თუ ადამიანი საინტერესო არ ხარ, მდიდარი, ვერ შეძლებ ასეთ განვითარებას. როცა შეგიძლია სხვას გადაუმისამართო ბურთივ ეს ძალიან მაგარია. სხვაზე თამაში ძალიან საინტერესოა. მას ოქროს ბალანსი აქვს თავის თამაშსა და სხვაზე გადათამაშებას შორის. როცა არ თამაშობსვ ნერვები მეშლება“, - ამბობს მსახიობი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა