თეგებით ძიება

"ეს ოთხფეხა საოცრება მაშველებს ცოცხალი ადამიანების პოვნაში ეხმარება. მან უკვე 3 ადამიანს მიაკვლია" - მიუსაფარი ძაღლის ემოციური ისტორია თურქეთიდან

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გაბი კამაევი თურქეთის სამაშველო ოპერაციასა და მიუსაფარ ძაღლზე წერს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი გადაარჩინა.

"როგორც თურქი ბლოგერი აცხადებს, ეს ოთხფეხა მეგობარი, ადგილობრივი ბავშვების გაზრდილია, რომელსაც მთელი უბანი უვლიდა. უჩვეულო კი ის არის, რომ ეს ოთხფეხა საოცრება, არ მოშორებია შემთხვევის ადგილს და მაშველებს ცოცხალი ადამიანების პოვნაში ეხმარება. მან უკვე სამ ადამიანს მიაკვლია", - წერს გაბი კამაევი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიას თურქეთსა და სირიაში 15 ატასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა