თეგებით ძიება

"ვხედავ, კრემლში უკვე დიდი შიდა განხეთქილებაა და ელოდეთ ბევრ სიკვდილს - მკვლელობები იქნება..." - ლელა კაკულია რუსეთის მომავალ ლიდერს ასახელებს

წინასწარმეტყველ, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი წინასწარმეტყველება ვრცელდება, რაც რუსეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

"მეგობრებო, 

როგორც გახსოვთ, გასული წლის ნოემბერში რუსული კერძო სახედრო კომპანია „ვაგნერის“ შეფის, ევგენი პროგოჟინის შესახებ ქალბატონი ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველება გამოვაქვეყნეთ.

ნოემბრის ჩანაწერები ასე გამოიყურებოდა: 

 „ვხედავ ძალიან საინტერესო ფაქტს: სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შეფი ევგენი პროგოჟინი, რომელსაც პუტინი ძალიან ენდობა, პრეზიდენტის გარემოცვას დაარტყამს. მაგალითად, ვალენტინა მატვიენკოს, რომლის უკანაც მთელი კლანი დგას და რომელიც პუტინს დიდად არ ემორჩილება, ასევე პეტერბურგის გუბერნატორსა და სხვებს. 

ამაზე პრიგოჟინს პუტინისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული. 

მოკლედ რომ ვთქვა, „ვაგნერის“ შეფი პრეზიდენტის გარემოცვის „დასუფთავებას“ იწყებს და ვხედავ დიდ შეჯახებებს. 

პროგოჟინი, რომელსაც თავისი კერძო არმია ჰყავს და თავადაც საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, შეეჯახება რუს ძალოვან მაღალჩინოსნებსაც, რომლებიც მართლა არაფერში ვარგიან — მარტო ფულს აკეთებენ და არმიაზე არც უზრუნიათ. 

და კიდევ ერთი წინასწარმეტყველებაც გაიხსენეთ: რუსეთის ხელისუფლებაში მოდიან სამხედროები.

არ გაგიკვირდეთ, რომ ევგენი პრიგოჟინი  რუსეთს ერთპიროვნულ მმართველად მოევლინოს“.

ოდნავ მოგვიანებით და კიდევ დღეს, ქალბატონმა ლელამ  ისევ იწინასწარმეტყველა „ვაგნერის“ შეფის თაობაზე, რაც თქვენთვის ჯერჯერობით უცნობია. 

მან ასეთი რამ ბრძანა: 

„რუსეთში ევგენი პრიგოჟინის მოწამლვას შეეცდებიან. 

ვხედავ, კრემლში უკვე დიდი შიდა განხეთქილებაა და ელოდეთ ბევრ სიკვდილს - მკვლელობები იქნება...

Генерал без солдат! - მესმის ეს სიტყვები. 

ვხედავ, პრიგოჟინი თავის არმიას შეამცირებს. კარგად მიხვდება, რომ მახეს უგებენ და აი მაშინ დაიწყებს მოქმედებას. და დიდ დარტყმასაც მიაყენებს მოწინააღმდეგეებს.

რუსეთი კი უკრაინაში მაინც ვერ გაიმარჯვებს - გამარჯვება უკრაინას დარჩება!“", - აღნიშნულია კაკულიას გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა