თეგებით ძიება

"ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა, ისევე როგორც არ ყოფილა თვითმკვლელობა პაოლო იაშვილის ქმედება..." - რას წერს პოეტი რეზი ქაროსანიძის გარდაცვალების ფაქტზე?

პოეტი, ზურაბ ბუდაღაშვილი რეჟისორ რეზი ქაროსანიძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ე.წ. სელებრითებზე წერს, რომლებსაც სიმართლის თქმის უფლება არ აქვთ.

"გუშინ, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე, რეჟისორმა პირდაპირ სცენაზე ჩამოიხრჩო თავი. ე.წ "სელებრითები" რა თქმა უნდა წერენ იმას, რისი დაწერის უფლებაზე მეტი არ აქვთ. იმიტომ, რომ მონები არიან.

"რეზი ეს რა გააკეთე"

"ნათელში იყოს შენი სული ძმაო"

"უნიჭიერესი ადამიანი დააკლდა ქუთაისს"

გულის ამრევია ეს ყველაფერი. 

ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა, ისევე როგორც არ ყოფილა თვითმკვლელობა პაოლო იაშვილის ქმედება...

ეს არ ყოფილა 40 დიაზეპამის (0,5 მგ) დალევა და მერე ბფ ზე პოსტვა ყურადღების მისაქცევად.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ტრაგედიაა, მაშინ გულწრფელად მეცოდება ის ადამიანი. ეს არაა სახელმწიფო.

ეს, თვალებიანი ხორცის ნაჭრებით სავსე ქვეყანაა. სნობებით და უმეცრებით სავსე ქვეყანაა", - წერს  ბუდაღაშვილი.

ცნობისთვის, მსახიობი და რეჟისორი, რეზი ქაროსანიძე 8 თებერვალს, სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სუიციდის ფაქტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა