თეგებით ძიება

რატომ ხდება და შესაძლებელია, თუ არა მიწისძვრის პროგნოზირება? - მეცინიერების განმარტება

მსოფლიო შეძრა, თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრამ. რა არის მიწისძვრა და ზოგადად, როგორ წარმოიქმნება მიწისქვეშა ბიძგები? 

მიწისძვრა მაშინ ხდება, როდესაც დედამიწის ორი ფილა უცაბედად ერთმანეთის შეეჩეხება. ზედაპირს, სადაც ისინი ერთმანეთს ეჩეხებიან, რღვევას უწოდებენ.

ადგილს დედამიწის ზედაპირქვეშ, სადაც მიწისძვრა იწყება, ჰიპოცენტრს უწოდებენ, ხოლო ადგილს პირდაპირ მის ზემოთ, მიწისპირზე, ეპიცენტრი ეწოდება.

ამასთან, საზოგადოდ ყველაზე გავრცელებული ფრაზაა - შეიძლება, თუ არა მიწისძვრის პროგნოზირება?

მსოფლიო მეცნიერებმა მიწისძვრის პროგნოზირება მრავალი სხვადასხვა გზით სცადეს, მაგრამ ყველა მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. ყოველი რღვევის შემთხვევაში, მეცნიერებმა იციან, რომ მომავალში იქ მიწისძვრა აუცილებლად იქნება, მაგრამ არ აქვთ არანაირი საშუალება, რათა გაარკვიონ, ზუსტად როდის.

სტატია მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავებულია 63 000-მდე პირი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა