თეგებით ძიება

ცილისწამებისათვის კობახიძეს, დუსელდორფის პროფესორს ცხვირში მოხვდება სტრასბურგის გადაწყვეტილება - გიგი უგულავა

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა თავის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თმით, ყოველი ცილისწამებისათვის ირაკლი კობახიძეს, დუსელდორფის პროფესორს ცხვირში მოხვდება სტრასბურგის გადაწყვეტილება.

"წყალწარებული ხავსის მოჭიდება, რომ ამაში გვცნო და ამაში არ გვცნო, რაშიც დამნაშავედ და დარღვევად ცნო ის ითვლება.  ამ შემთხვევაში მეხუთე მუხლის დარღვევაა ცალსახად დადგენილი. სამართლებრივი სიბრიყვეა კოლექტიური კობახიძის მხრიდან საუბარი იმაზე, რა მოვიგეთ. მთავარი არის ის, რომ მათ წააგეს. იმიტომ , რომ მათი სასამართლო არის კლანი და პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. ყოველი ცილისწამებისათვის უნდა იცოდეს კობახიძემ, რომ ცხვირში მოხვდება სტრასბურგის გადაწყვეტილება, დუსელდორფის პროფესორს. სამართალი ურმით დადის და საერთაშორისო სამართალი კიდევ უფრო ურმით, ზუსტია და სამართლიანი", - ამბობს უგულავა. 

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისი ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე რამდენიმე დარღვევა დაადგინა და კომპენსაციის სახით 100 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა