თეგებით ძიება

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

10 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქოშიგორას დასახლებაში, უდაბნოს ქუჩის II შესახვევში, N5-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 10 თებერვალს საღამოს 20:00 საათზე დაიწყებენ.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში  შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 თებერვალს, საღამოს 20:00 საათიდან 11 თებერვლის დილი 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: დიდი დიღმის I, II, III და IV მიკრორაიონებს, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, სტრაბონის, პეტრიწის, მაქს ტილკეს, გეხტმანის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, იან ჰომერის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ხატაეთის, შერმადინის, თინათინის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, სარგის კაკაბაძის, შმერლინგის, თოფურიძის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გოთუას, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩა N 2, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს. ტაშკენტის, ბუდაპეშტის და გაგარინის ქუჩების ნაწილს, მარშალ გელევანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებას. ბენდუქიძის, სასოფლოსა და ქოშიგორორას დასახლებებს; სოფელ ზურგოვანას,  მუხათგვერდის გზას.

დიდუბის რაიონში: აღამაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტალის N10, 11, 12 კორპუსებს.

ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

კომპანია ჯორჯიან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით gwp.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა