თეგებით ძიება

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი გაცილებით წინ არის წაწეული - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი გაცილებით წინ არის წაწეული.

"ომის დაწყების წინ რა პოზიციებიც ეკავა ოკუპანტ ქვეყანას, იგივე პოზიციები უკავია? ცივილიზებული სამყარო, რა თქმა უნდა, უნდა იყოს იმის მხარეს, ვისაც ჩაგრავს ოკუპანტი ქვეყანა და მეორე, სამწუხარო რეალობაა ის, რომ გაცილებით წინ არის წაწეული მას შემდეგ, რაც შეიჭრა უკრაინაში რუსეთი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა