თეგებით ძიება

პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ ძებ­ნილ ბად­რი ესე­ბუ­ას კი­დევ ერთი ბრა­ლი - ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულს და­კა­ვე­ბი­სას „მა­კა­რო­ვის“ სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პას­პორ­ტი და რუ­სუ­ლი რუბ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში შეჭ­რის და იქ მყო­ფი პი­რე­ბის მძევ­ლად აყ­ვა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ძებ­ნი­ლი პირი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ა­კა­ვეს.

ბრალ­დე­ბულს და­კა­ვე­ბი­სას „მა­კა­რო­ვის“ სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პას­პორ­ტი და რუ­სუ­ლი რუბ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თა და ხელ­ყუმ­ბა­რით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი, ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის"ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ში შე­იჭ­რა და იქ მყო­ფი პი­რე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. ბან­კის ფი­ლი­ალ­ში მყო­ფი თავ­დამ­სხმე­ლის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე მოხ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მოხ­და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ბრალ­დე­ბულს 2020 წლის 27 ნო­ემ­ბერს და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სსკ-ის 323-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი), სსკ-ის 329-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით), სსკ-ის 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (იძუ­ლე­ბა) და სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

რაც შე­ე­ხე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინ­ფორ­მა­ცია­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა