ქემალფაშაში, გვირაბის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა (ვიდეო)
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქემალფაშა-ხოფას დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ერთ-ერთი გვირაბის თავზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ დროს გვირაბში არც ერთი ავტომობილი არ მოძრაობდა.
ქემალფაშა-ხოფას დამაკავშირებელი გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდა და გაწმენდის სამუშაოები დაიწყო.