სომხეთიდან 27 მაშველი თურქეთში სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო
თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქ ადიამანში სომხეთიდან 27 მაშველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო. შესაბამისი ფოტომასალა ფეისბუკზე თურქეთში სომხური წარმოშობის დეპუტატმა, გარო ფაილანმა გამოაქვეყნა.
ოფიციალური ცნობითვე, სომხეთიდან 29 მაშველი სირიაში გაემგზავრა.
თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა გადააჭარბა.