თეგებით ძიება

სააკაშვილი მიუნჰაუზენი ხომ არ არის, თავად როგორ უნდა გადაირჩინოს თავი - პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „თავად უნდა მიხედოს თავის თავს“.

„არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ხელშეუვალი უფლება. სააკაშვილზე ამერიკელმა ექსპერტმა თქვა, რომ მოწამლულია მძიმე მეტალებით, რაც არავის გაუქარწყლებია. ასეთ დროს, რა ადამიანობაა, რომ გამოდიხარ, ოპოზიციონერი გქვია და ლაპარაკობ, რომ „სააკაშვილმა თავად უნდა მიხედოს თავის თავს“. რა ქნას? - მიუნჰაუზენი ხომ არ არის. როგორ უნდა გადაირჩინოს თავი, მოწამლულია ადამიანი“, - განაცხადა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა