ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს არ დაუწყია საომარი მოქმედებები უკრაინაში, მაგრამ ცდილობს დაასრულოს.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ ისინი. ეს საომარი მოქმედებები წამოიწყეს ნაციონალისტებმა უკრაინაში და მათ, ვინც მხარი დაუჭირა 2014 წელს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, აქედან დაიწყო ყველაფერი. ამას მოჰყვა მოვლენები ყირიმსა და დონბასში“ , - განაცხადა პუტინმა.