"ვუნდერკინდი ძაღლი, რომელიც მცხეთიდან თვითონ ჩამოვიდა პროცედურაზე" - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ეტერინარული კლინიკა "ბალტო" სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას ძაღლზე, რომელიც სამკურნალოდ კლინიკაში მარტო მივიდა.
"ვუნდერკინდი ძაღლი, რომელიც მცხეთიდან თვითონ ჩამოვიდა პროცედურაზე. თათი ჰქონდა ნატკენი და კასტრაცია გართულებული. რამოდენიმე დღის წინ კეთილმა ხალხმა ჩამოიყვანა, გაუკეთდა რაც შეიძლებოდა და უკან წაიყვანეს მცხეთაში. გუშინწინ ძაღლი მარტო მოადგა ბალტოს კარს, ანტონმა გაუღო, შემოვიდა, თათი მიაწოდა დამიმუშავეო. მერე წამოწვა და კასტრაციის ზონაც დაამუშავებინა, ნემსიც გააკეთებინა, ჭამა და წავიდა. მეორე დღესაც იგივე. ზოგჯერ როგორ შეუძლიათ გაგვაოცონ.. ", - ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.