თეგებით ძიება

"შევცალოთ სამშენებლო პოლიტიკა, რომ აღარ გვეშინოდეს ასე. მეც მეშინია დიდი მიწისძვრის..." - რა მიმართვას ავცელებს სეისმოლოგი?

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ძლიერი მიწისძვრების დროს ნაკლები ზიანის მისაღებად, სამშენებლო პოლიტიკის შეცვლის მოწოდებით გამოდის.

"დაველოდო 12 საათს, თუ ახლა ვთქვა სადაა დაპროგნოზებული დიდი მიწისძვრა საქართველოში თქო.

ნუ აყვებით ჭორებს გთხოვთ. შევცალოთ ამ ქვეყნის სამშენებლო პოლიტიკა, რომ აღარ გვეშინოდეს ასე. მეც მეშინია დიდი მიწისძვრის, საშინელი შეგრძნებაა დაუცველობის. ორეგონში (ამერიკა)ვარ ახლა და აქ დაცულად ვგრძნობ თავს. მაგნიტუდა 9-ც რომ მოხდეს სინკარი არ დამეცემა თავში!", - წერს გოდოლაძე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს 9 თებერვალს საქართველოშიც მოხდებოდა ძლიერი მიწისძვრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა