"მეგონა, აჯობებდი ამ ვერაგ სიკვდილს, ჩემო 19 წლის ვაჟკაცო..." - ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭი დაიღუპა
დეკემბერში, ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის, ზაზა მამულაძე, გუშინ გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ბიძა, ამირან გაბაიძე სოცილაურ ქსელში წერს.
"ჩემო უსაყვარლესო დისშვილო, ყველასგან გამორჩეულო, ჩემო ზაზუკა. ეს რა მძიმე დღე, დაგვიღამე ზაზა.. მეგონა აჯობებდი ამ ვერაგ სიკვდილს, ჩემო 19 წლის ვაჟკაცო. უბედური შენი მშობლები, ძმები...
უფალმა ღმერთმა, ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს, შენ ტკბილ სულს... ზაზუკა...“, - წერს ამირან გაბაიძე.
ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იყო.