თეგებით ძიება

"მონატრებასა და ცრემლებში გატარებული ექვსი წელი... ჩემი ძმა კვლავაც პარალიზებულია და ლოგინსაა მიჯაჭვული" - რას წერს თორნიკე მამალაძე?

დეკანოზ, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ძმის დაკავებიდან 6 წელი შესრულდა.

"დღეს ზუსტად 6 წელი შესრულდა ჩემი ძმის დაკავებიდან. მონატრებასა და ცრემლებში გატარებული ექვსი წელი ჩემი რძლისთვის და ძმისშვილებისთვის, დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის.

სხვათა შორის, ახლა  უკვე სამართლებლივად მრავალი საფუძველი არსებობს ჩემი ძმის ვადაზე ადრე განთავისუფლების. მას სასჯელის ორი მესამედი უკვე მოხდილი აქვს. ის კვლავაც პარალიზებულია და ლოგინსაა მიჯაჭვული. ადრეც მითქვამს: ჩვენი ოჯახი მუდმივად მოლოდინშია რომ მას დაგვიბრუნებენ. დღესაც ამ იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას", - წერს მამალაძე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა, დაირღვა სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა, დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამ თვეში გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, მას დაეკისროს. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა