ჯერჯერობით არ ვართ მზად, რომ უკრაინის ავტოკეფალია ვაღიაროთ - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მოახლოებულ სხდომაზე ისაუბრა.
მისი თმით, საქართველო ჯერ მზად არაა, რომ უკრაინის ავტოკეფალია აღიაროს.
"დიდი ხანია, არ ყოფილა სინოდის სხდომა და მადლობა ღმერთს, რომ დაინიშნა. წინასწარ არასდროს არ ვიცით ხოლმე, რა საკითხები იქნება განხილული. იმდენი საკითხია დაგროვილი, რომელს მიენიჭება პრიორიტეტი ჩემთვის ძნელი სათქმელია.
ძალიან ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე მსჯელობა შედგეს. არც ის მგონია, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ჯერჯერობით, მე ვფიქრობ, რომ მზად არ ვართ, ვაღიაროთ უკრაინის ავტოკეფალია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, სინოდის სხდომა 14 თებერვალს გაიმართება.