თეგებით ძიება

თან ჰქონდა "პრადას" საფულე - ცნობილია, რა სახელით და გვარით გადადიოდა ბადრი ესებუა ოკუპირებულ აფხაზეთში

"საქართველოს ბანკის" თავდასხმაზე ბრალდებული, ბადრი ესებუა ოკუპირებულ აფხაზეთში ბესლან ანჩაბაძის სახელით გადადიოდა.

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება რა ჰქონდა თან ნომერ პირველ ძებნილს დაკავების დროს: 295 000 რუსული რუბლი, 300 000 ქართული ლარი, მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რამდენიმე ათეული ვაზნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათი და "პრადას" საფულე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკის თავდასხმაზე ბრალდებული, ბადრი ესებუა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა