თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აღარ არსებობს - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის საშიში.

მისივე თქმით, ამ სახით პარტია ცოტა ხანს გააგრძელებს არსებობას და შემდეგ დაიშლება.

„„ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის ამ წუთას ყველაზე კარგი საქმეა, რომ სააკაშვილის გულშემატკივრები გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, რომელიც უკვე არ არის მიხეილ სააკაშვილის და არ შეიძლება, ერქვას „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ის ღონისძიებები, რომლებიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ხორციელდება, არავის აწყობს, გარდა „ქართული ოცნებისა“. ეს ღონისძიებები გამოყენებულია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გასაგრძელებლადაც და ქართველი ხალხის დასაშინებლადაც.

არსებობს ერთი გარემოება, რომელზეც თვალს ვერავინ დახუჭავს, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აღარ არსებობს. ის აღარ არის საშიში და მოხდა მისი გარდაქმნა საშიშიდან სასაცილომდე. ახლა ვუყურებთ სასაცილო „ნაცმოძრაობას“, რომელიც ასე არსებობას ცოტა ხანი გააგრძელებს და შემდეგ დაიშლება, მიუხედავად იმისა, რა ფულს ჩაასხამენ მასში, როგორ საფრთხედაც არ უნდა გამოიყენოს „ქართულმა ოცნებამ“ და რა დახმარებაც შეიძლება აღმოუჩინონ, რათა კიდევ ერთი არჩევნები მტრის ხატად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა