თეგებით ძიება
10. 02. 2023 მსოფლიო

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, რასაც მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა, რასაც მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე გატარებული წელიწად-ნახევრის შემდეგ დადგა დრო, როდესაც ეს თანამდებობა უნდა დავტოვო“, - განაცხადა გავრილიცამ ბრიფინგზე.

მისი თმით, მას მუდმივი კრიზისის პირობებში უწევდა მუშაობა.

"გვქონდა მუდმივი დიალოგი მოლდოვის სტრატეგიულ პარტნიორებთან, გავუმკლავდით ლტოლვილთა კრიზისს და მთელი მსოფლიოს სიმპათია მოვიპოვეთ. რაც მთავარია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ“, - განაცხადა გავრილიცამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა