თეგებით ძიება

რა არის აუცილებელი, რომ ჯდომის საზიანო ეფექტები შეამციროთ? - ადამიანები, რომლებიც საათობით სხედან, რა საფრთხის წინაშე შეიძლება, დადგნენ?

თანამედროვე სამყაროში, 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გახშირდა, ისეთი სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანებს მჯდომარე პოზიციაში უწევთ მოვალეობის შესრულება.

იმისათვის, რათა შეამციროთ ჯდომის საზიანო ეფექტები ჯანმრთელობაზე, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, 5 წუთის განმავლობაში მსუბუქად გაიარ-გამოიარეთ. ასეთია კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მთავარი შედეგი.

ამასთან, ბრიტანელი მეცინიერების მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც საათობით სხედან, უფრო მაღალი აქვთ ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი, როგორებიც არის დიაბეტი, გულის დაავადებები, დემენცია, სხვადასხვა ტიპის კიბო, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში მოძრაობენ. მჯდომარე ცხოვრების წესი ადამიანებს ნაადრევი სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშაც აყენებს.

თუმცა, ყოველდღიურად ვარჯიშმა ჯდომის საზიანო ეფექტები შეიძლება ვერ გაანეიტრალოს.

მასალა მომზადებულია მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით..


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა