თეგებით ძიება

საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ სააკაშვილის პოლონეთში მკურნალობა - მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ვარშავა საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანას სთავაზობს.

„პოლონეთმა შესთავაზა საქართველოს მთავრობას და მე ამის შესახებ ბევრ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს პოლონეთში მკურნალობა. ჩვენ, უბრალოდ, გვეშინია, რომ საქართველოში მას შეიძლება, ყველაფერი უარესი დაემართოს.

თუ საქართველოს სურს, ჰქონდეს დადებითი პასუხის იმედი თავის ევროპულ მისწრაფებებზე, მაშინ ის სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ მიმართვას, რომელსაც საგარეო სამსახურები უკვე აყალიბებენ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა