„მხოლოდ გამოთაყვანებულ ერთუჯრედიანი სექტანტებიღა შერჩა შიოლაშვილს“ - ილია ჭიღლაძე
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სინოდის კრების მოწვევას და სოციალურ ქსელში წერს.
„საპატრიარქოში გაახსენდათ, რომ "წმინდა სინოდი" არსებობს და ზუსტად ორწლიანი პაუზის შემდგომ, 14 თებერვალს ჩაინიშნა სინოდის სხდომა.
2022 წელს სინოდი არ მოწვეულა, ხოლო 2021 წელს მხოლოდ თებერვალში იყო სინოდის სხდომა. საეკლესიო კანონმდებლობით წელიწადში მინიმუმ 2 სინოდის სხდომის მოწვევა აუცილებელია. ასე გათელა ფეხით შიოლაშვილმა სინოდიც და საეკლესიო კანონებიც.
ახლა გინდა შეკრებილა სინოდი, გინდა არა, აღარ აქვს მნიშვნელობა, როგორც იტყვიან, მკვდარზე ვენოკია. ქართველი ერის უმრავლესობამ ზურგი აქცია ამ ფსევდო ეკლესიას და დაცარიელდა ტაძრები, მხოლოდ გამოთაყვანებულ ერთუჯრედიანი სექტანტებიღა შერჩა შიოლაშვილს, ისიც ძალიან ცოტა!“ - წერს ილია ჭიღლაძე.
ცნობისთვის, 14 თებერვალს საპატრიარქოში სინოდის სხდომაა ჩანიშნული.