თეგებით ძიება
10. 02. 2023 მსოფლიო

მაია სანდუმ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგინა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა. 

მანამდე დორინ რეჩანი მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2012-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

დორინ რეჩანმა  2 კვირის განმავლობაში პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს.

ცნობისთვის, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ნატალია გავრილიცა დღეს თანამდებობიდან გადადგა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა