თეგებით ძიება

„ველი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის კარიერა მალე დასრულდება“ - ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანსერ ბურჭულაძისა და აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის შეხვედრას და წერს, რომ მხარეებმა სასარგებლო განცხადებები გააკეთეს.

“ლოიდ ოსტინი და ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდნენ ერთმანეთს და კარგი, მეტად კარგი განცხადებები გაკეთდა! შესაბამისად, ცოტა დაიბნა მათ შორის ჩემი “საფრენდეთი”! მართლაც, თუ რუსეთის უკანა ეზო ვართ, ოსტინი რაღას გვხვდება?! თუ დასავლეთის ვერანდა (ვერ ვიხსენებ, ვინ დაწერა ასე მოსწრებულად), რუსეთის “უკანა ეზო” როგორღა ვართ?

პასუხები გასაცემია და მეც ჩემს ვერსიას შემოგთავაზებთ!

პირველი და მთავარი – ჩემი ინფორმაციით, ოსტინისა და ბურჭულაძის შეხვედრა დაიგეგმა ჯერ კიდევ სექტემბერში, როცა პრემიერი ღარიბაშვილი შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენს! და ის შეხვედრა ინიცირებული იყო ამერიკელთა მიერ!

(მე ვერ გავამხელ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას 7 წუთიანი შეხვედრის დეტალების თაობაზე). ოსტინმა და ბურჭულაძემ დღევანდელი შეხვედრის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრეს (დააკონფირმეს) რამშტაინის ბაზაზეც.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი – საქართველოს ხელისუფლებაში არიან რუსული და პოლიტიკის წარმმართველი ძალები! მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნ ბურჭულაძეზე განსაკუთრებული აზრის არ გახლავართ, ის – თავდაცვის მინისტრი, არ შედის იმ დაჯგუფებაში, რომელიც ქვეყანას რუსეთისკენ ექაჩება. რუსული დაჯგუფების ლიდერი არის ირაკლი კობახიძე!

მეორე ჯგუფს, რომელსაც წარმოადგენს ბურჭულაძე, ლიდერობს პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც, კობახიძესთან შედარებით დაბალანსებული პირი კია, მაგრამ, არც დასავლელი და არც ერთპირივნული მმართველი უშუალოდ პარტიაში. მეტიც, პარტიაში მისი პოზიციები მეტად სუსტია (რაც აუცილებლად გადაიზრდება დიდ ომში ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის).

ცხადია, მთავარი არის უშუალოდ ივანიშვილი, რომელიც აძლიერებს და ასუსტებს ყველას! ქმნის, ძერწავს! ამოაყვინთინებს! ჩააყვინთინებს და ა.შ.

ამ შემთხვევაში ამოყვინთულია ასე ვიტყვი – ღარიბაშვილის ფრთა! თუმცა, თუ მას ზედმეტი მოუვიდა, ზუსტად ისე მოაძრობენ მასაც და ბურჭულაძესაც, როგორც არაერთი პრემიერი ან თავდაცვის მინისტრი მოუძვრიათ.

რუსეთის უკანა ეზო და ტერიტორია და გავლენის სფერო და ა.შ… როცა ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ვგულისხმობთ ორსახა იანუსობას! დიახ, ივანიშვილი ყალბად დაბალანსებულ ქვეყანას ქმნის! არა ცალსახად დასავლეთის ნაწილს! არამედ, რუსულად სუვერენულს!.. და ქმნის იმით, რომ მუდმივად აბალანსებს… ცალსახად არ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას! ცალი თვალი ვაშინგტონისკენ ეპარება! სამი თვალი კი რუსეთისკენ!

ოსტინის და მთლიანად ვაშინგტონის ისტებლიშმენტის მიზანიც (ინიციატივებიც შეხვედრების თაობაზე) ისაა, რომ ბურჭულაძე თუ ღარიბაშვილი დააჯერონ, რომ ორ სკამზე ჯდომა, ორსახა იანუსობა არ შეიძლება! არავის ეპატიება და ა.შ.

თუმცა, პირადად მე ველი, რომ ბურჭულაძის კარიერა მალე დასრულდება.”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა