პარტნიორებისგან კარგი სიგნალები მივიღეთ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარტნიორებთან შეხვედრისას, გამანადგურებელ თვითმფრინავების, ტანკებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით "კარგი სიგნალები" მიიღო.
"პარტნიორებისგან კარგი სიგნალები მივიღეთ - შორი მანძილის რაკეტებს და ტანკებს, ასევე ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ დონეს - საბრძოლო თვითმფრინავებს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ამაზე მუშაობა", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.