ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე თურქეთში - ქაჰრამანმარაშში მთიდან კვამლის ფრქვევა დაიწყო (ვიდეო)
თურქეთის პროვინცია ქაჰრამანმარაში, ქალაქ გიოქსუნში მთიდან კვამლი ამოდის. რეგიონის მცხოვრებლები დახმარებასა და საკითხის გარკვევაში ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რასაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.