თეგებით ძიება
11. 02. 2023 მსოფლიო

ჩვენ ვერ შევძელით ისე სწრაფად რეაგირება, როგორც ვიმედოვნებდით. ძალიან ვწუხვარ - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს იმყოფებოდა.

მისი თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში უამრავი ადამიანი მუშაობს დაზარალებულების გადასარჩენად.

"იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შევძელით, ალბათ უმსხვილესი სამძებრო-სამაშველო რაზმის მობილიზება, რომლის შემადგენლობაში 141 ათასზე მეტი წერია, სამწუხაროდ, ფაქტია, ჩვენ ვერ შევძელით ისე სწრაფად რეაგირება, როგორც ვიმედოვნებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ სამაშველო ოპერაციები ნელა მიმდინარეობს და არ შეგვიძლია ყველა ადამიანის უფრო სწრაფად გადარჩენა. ყველა მუნიციპალიტეტში უამრავი ადამიანი მუშაობს. თურქეთის ყველა მოქალაქე და ჩვენი მეგობრები მთელი მსოფლიოდან ვდგავართ დაზარალებულთა გვერდით", - თქვა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა