თეგებით ძიება

"შენი საცემი ჯარიმის 500 ლარი უკვე გადადებული მაქვს და გაიქეცი!" - ლაშა ბასლანძე ნიკა ნარსიას

მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სამოქალაქო აქტივისტს, ნიკა ნარსიას ცემით ემუქრება.

"Nika Narsia! მანდ გუშინ თქვენთან იყო ადამიანი, ვინც ზუსტად იცის ჩემი მეგობრის და ძმაკაცის გამო რაზე ვარ წამსვლელი… თავის თავზე აქვს გამოცდილი, როცა თქვენი ღმერთი მიშას სასამართლო უდანაშაულოდ იჭერდა, მე მაშინ რა გავუკეთე, რომ გადამერჩინა. ეგ სხვა საქმეა და მაგას პირადად ჩემგან მოეთხოვება ძალიან მწარედ, მაგრამ რაც შეგეხება შენ! შენი საცემი ჯარიმის 500 ლარი უკვე გადადებული მაქვს და გაიქეცი! მაგრად გაიქეცი სადმე თუ დამინახავ! აი ის პატარა ჭყიპინა რომ გყავდათ უნდა გაგიკეთო ერთ ადგილას და ისე გარბენინოთ! პირობა ვდებ აგერ სახალხოდ  მე თქვენ განახებთ როგორ უნდა ხალხთან სახლებში მივარდნა! საკუთარი ჩრდილის ხომ გეშინია? ეს ჯერ კიდევ დასაწყისია 

P.s. ხალხო ვინმე თუ წააწყდებით ამ შვისტოკიან ჩმორებს ეგრევე გამაგებინეთ", - წერს პროდიუსერი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წევრსმ მამუკა მდინარაძეს აქტივისტები სასტევენებით დახვდნენ და გააპროტესტეს მისი განცხადება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა