ბაღის შენობას, რომელიც თბილისში 2016 წელს 3 მილიონად აშენდა, ბზარები გაუჩნდა - შეწყვეტილია სასწავლო პროცესი
თბილისის 37-ე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. როგორც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და შენობაში ყოფნა საშიში. ინფორმაციას დედაქალაქის მერიაზე დაურდნობით, "მთავარი არხი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბაღის აღსაზრდელები, ახალი ფართის შერჩევამდე, ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდებიან.
ბაღი 2016 წელს აშენდა და მასზე ქვეყნის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, კომპანია კი რომელმაც ბაღი ააშენა, ხელშეკრულების თანახმად მასზე პასუხისმგებლობა 5 წლის ვადით იღებდა.