თეგებით ძიება
11. 02. 2023 მსოფლიო

ანონიმი ბავშვები - არასრულწლოვნები, რომელთა სახელები მიწისძვრამ გააქრო. რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ სტიქიის შედეგად დაობლებული ბავშვები?

თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანი შეიწირა. სტიქიის შედეგად უამრავი ბავშვი დაობლდა ან ჯერ ვერ ხერხდება მათი მშობლებისა და ოჯახის პოვნა.

BBC-ის ინფორმაციით, საავადმყოფოებში ასობით ბავშვია, რომელთაც საკუთარი სახელი არ იციან მცირე ასაკის გამო, ან ჯანმრთელობის ისეთ კონდიციაში იმყოფებიან, რომ ჯერ ვერბალურ კომუნიკაციაში ვერ შედიან ექიმებთან.

ადანას ჰოსპიტალში იმყოფება 6 თვის გოგონაც, რომელსაც  საიდენტიფიკაციოდ საწოლზე შემდეგი წარწერა აქვს: "უცნობი".

როგორც მედიკოსი აცხადებს, მას სახეზე დალურჯებები აქვს, თუმცა ის ექიმებს და გარშემომყოფებს უღიმის.

"ჩვენ ვიცით, სად იპოვეს და როგორ მოხვდა ის ჩვენთან, მაგრამ ჩვენ ვეძებთ მის მისამართს, მოკლველა გრძელდება", - აცხადებენ კლინიკაში.

თურქეთის ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაშავებული 260-ზე მეტი ბავშვია, რომელთა იდენტიფიკაცია ჯერ ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რასაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა