მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა - როგორია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა? (ვიდეო)
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. აღნიშნული ვიდეოკადრი CNN-მა გაავრცელა.
ვიდეოები CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა - ის ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ მკურნალობის შემთხვევაშიც კი ვეღარ მოხდეს მისი გამოჯანმრთელება.
"ის საჭიროებს სასწრაფო გადაყვანას და უნდა ჩაუტარდეს დეტოქსიკაციის პროცესი და მაშინაც კი, ჩვენმა ნევროლოგმა არ იცის, მოხდება თუ არა მისი ტვინის დაზიანების შემობრუნება", - განაცხადა მასიმო დანჯელომ.
კლინიკიდან სააკაშვილის კადრები 14 დეკემბერს გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმაც, თუმცა არასრული სახით. CNN-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში კი ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაშია და აქვს კრუნჩხვითი შეტევები.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.