თეგებით ძიება

აქვს საშინელი ტკივილები სახსრების იმდენად, რომ ვერ იძინებს - გიული ალასანია სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედში“ მისი შვილის სანახავად მივიდა.

მისი თქმით, სააკაშვილმა წონაში საგრძნობლად დაიკლო.

"აქვს საშინელი ტკივილები სახსრების იმდენად, რომ ვერ იძინებს. სისუსტე აქვს. წონაში  ისევ იკლებს. სხვათა შორის, მინდოდა ამეწონა, მაგრამ გავიხედე და სასწორი ოთახში აღარ დამხვდა, გაუტანიათ პალატიდან.

ჩხაიძე ზოგადად მის მდგომარეობაზე მესაუბრა. თვითონაც წუხს. მითხრა, რომ ცილოვანი საკვები სჭირდება. კი ბატონო, ვიცი რომ სჭირდება მეც ვიცი,  მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ვერ იღებს. სრულიად უსამართლოდ არის გამოკეტილი ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა“, - აცხადებს გიული ალასანია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა