თეგებით ძიება

ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს, მზად არის - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის.

"დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას გააჩნია. ეს არ არის ჩვენი შეფასება მხოლოდ, ეს არის ობიექტური შეფასება იგივე საერთაშორისო ექსპერტების, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბაკურიანი დღეს მზად არის არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატაროს, არამედ ჩვენ რეგულარული კალენდრის ნაწილი ვიყოთ. 2023 წლის შემდეგ, 2024 წელს და შემდეგ წლებშიც, გვექნება საერთაშორისო მასშტაბის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები.

ზოგადად, ბაკურიანის ცნობადობა გაიზრდება საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენ შევძლებთ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და მეტი დამსვენებელი ჰყავდეს კურორტს. ეს ყველაფერი ემსახურება შემდგომში ადგილობრივ და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის,  დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა