მაშველი ძაღლი, რომელმაც 5 ადამიანი გადაარჩინა, თათების დაზიანების მიუხედავად მუშაობას განაგრძობს (ფოტოები)
მაშველი ძაღლი, რომელმაც თურქეთში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 5 ადამიანი გადაარჩინა, თათების დაზიანების მიუხედავად, მუშაობას განაგრძობს.
ძაღლის ფოტოები სოციალურ მედიაში ვრცელდება. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მას ნატკენი თათები დაუმუშავეს და შეხვეული აქვს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რასაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.