გუშინ თვითონაც გაათენა და მედპერსონალმაც - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია.
„ოქტომბრის შემდეგ ბევრად უარესად გახდა. ეს დიაგნოზები პროგნოზირებადია და ინტოქსიკაციაც. გუშინ თვითონაც გაათენა და მედპერსონალმაც. საშინელი, გაუსაძლისი სახსრების ტკვილები აქვს, ფაქტობრივად აღარ აქვს კუნთები ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ტკივილს. მოწამლულია და ვერ იღებს საკვებს“, - განაცხადა ალასანიამ.