თეგებით ძიება
12. 02. 2023 მსოფლიო

ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა ალასკას თავზე კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალასკას თავზე ჩამოგდბეული ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩამოგდებამდე F-22-ის პილოტის მოხსნებით ირკვევა, რომ უცნობი ობიექტი ხელს უშლიდა F-22-ისა და F-35-ის ძალზედ მგრძნობიარე სენსორებს მასზე დაკვირვრბაში, ამავდროულად ვერ იქნა დაფიქსირებული ამოუცნობი ობიექტის მამოძრავებელი ნაწილები ან უშუალოდ ძრავი.

ასევე ვიგებთ, რომ უშუალოდ ჩამოგდებამდე ამოუცნობი ობიექტი მოძრაობდა 20/30 კმ/სთ-ის სიჩქარით ჩრდილოეთ პოლუსისკენ და გარკვეული დროითი ინტერვალებით ახდენდა ჰაერში დაკიდებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა