თეგებით ძიება
12. 02. 2023 სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი, 2001 წლის, 12 თებერვალს დაიბადა.

ხვიჩა კვარაცხელია 2012 წლიდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. კვარაცხელიამ საკლუბო კარიერა 2017 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 

2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. 2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიას „ლოკომოტივის“ დატოვება მოუწია.

2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კვარაცხელია 2020 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში გულშემატკივრებმა ზედიზედ სამჯერ დაასახელეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად.[10] 2020 წელს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2021 წლის აპრილში კვლავ დაასახელეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.

2021 წლის დასაწყისში L'Equipe-მა გამოაქვეყნა XXI საუკუნეში დაბადებული 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

2022 წლის 7 მარტს ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კონტრაქტები და უფლება ეძლეოდათ რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კლუბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეერთებოდნენ. 2022 წლის 24 მარტს ყაზანის „რუბინის“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ და კლუბმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის არსებული კონტრაქტის შეჩერების შესახებ. ამავე დღეს ის ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.

2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა