თეგებით ძიება

კაცმა მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა და პოლიციას ჩაბარდა - რა მოხდა მარნეულში?

მარნეულში, 40 წლის კაცმა 36 წლის მეგობარს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. გარჩევას წინ, სავარაუდოდ, სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი საავადმყოფოში თავად მივიდა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვის სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა კლინიკაში დამძიმდა ვინაიდან მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. 

"შემოვიდა 21:00 საათზე თვითდინებით, აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა კისრის მიდამოში. ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. ღრმა ჭრილობაა და ბევრი სისხლი აქვს დაკარგული",- ამბობს რეანიმატოლოგი, სულხან სარალიძე. 

ადგილობრივების თქმით, ელშად ამირასლანოვმა მეგობარს ჭრილობები ყელის არეში, სავარაუდოდ, სამართებლით მიაყენა. ამირასლანოვი სალონში მუშაობს. კონფლიქტში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 

"მითხრეს რომ ჯერ დალიეს და შემდეგ იჩხუბეს. ჩხუბის მიზეზი არ ვიცი. დაპირისპირებულები ერთმანეთს იცნობდნენ. ერთი დალაქია, მეორე კი ამ ეზოში ცხოვრობს. როგორც ვიცი ჯერ ლუდი დალიეს და მერე იჩხუბეს. ამბობენ რომ ერთი დაჭრილია. დაჭრილი საავადმყოფოში ტაქსით გადაიყვანეს. დალაქი პოლიციას თავად ჩაბარდა",- ამბობენ ადგილობრივები. 

ელშად ამირასლანოვი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა