თეგებით ძიება
12. 02. 2023 მსოფლიო

თურქეთში სამშენებლო კონტრაქტორები დააკავეს

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა.

პოლიციამ უკვე დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია უფრო მეტი პირის დაპატიმრება.

ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრების შედეგად, 28 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ვარაუდობენ, რომ მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გამორმაგდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა